მისია და ხედვა

ქალ ბიზნესლიდერთა ფედერაცია  "ქალები მომავლისთვის“  ეკონომიკური განვითარების პროცესში ქალთა როლის გასაძლიერებლად იბრძვის ქალ ბიზნესლიდერთა ავტორიზებული ქსელის ჩამოყალიბებითა და მის წევრებს შორის აქტიური თანამშრომლობის  გზით.

ხელმძღვანელობა

ჩვენი წარმატების წინაპირობა, ჩვენი გუნდის წევრების წარმატებაა. 

მედია

გაეცანი უახლეს მოვლენებს.

ძლიერი საზოგადოება  ნიშნავს თანასწორ, დაბალანსებულ საზოგადოებას. ამ ხედვას იზიარებენ ჩვენი ფედერაციის წევრები, რომლებიც შეიკრიბნენ, რათა წვლილი შეიტანონ საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პოლიტიკის წინა პლანზე წამოწევაში.

 

„ქალები მომავლისთვის“ საქართველოში ბიზნესში ქალთა ლიდერობის და მათ მიერ მართული ბიზნესების ერთიანი გამოხატულებაა, რაც თავისთავად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდ სეგმენტს წარმოადგენს. 

 

ფედერაციის მთავარი ამოცანაა, ჩვენი წევრების საქმიანი და პროფესიული წინსვლის მხარდაჭერით გავზარდოთ ქალთა როლი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაში.

 

„ქალები მომავლისთვის“ სტრატეგიული მმართველია, რომელიც აერთიანებს ქალ ბიზნესლიდერებს, მეწარმეებს,  უმაღლესი დონის მენეჯერებს, ახალგაზრდა  ხელმძღვანელ ქალებს და კომპანიებს, რომლებიც მედიატორის როლს ასრულებენ  საჯარო დაწესებულებებსა და წარმომადგენლობით ორგანოებს შორის.

 

ჩვენ ვეწევით მხარდამჭერ საქმიანობას, რათა პრაქტიკაში დავნერგოთ  ქალ მეწარმეთა და ბიზნესლიდერთა გაძლიერების პოლიტიკა. ერთად ჩვენ შევძლებთ ქალთა ეკონომიკური როლის გაძლიერებას ფინანსური, სოციალური და სამართლებრივი ბარიერების დაძლევის გზით.

 

ფედერაციას „ქალები მომავლისთვის“ სჯერა, რომ ჩვენ უნდა ვიპოვოთ ინოვაციური გზები, რათა რეაგირება მოვახდინოთ ახალ აქტუალურ გამოწვევებზე მსოფლიოში და არ ჩამოვრჩეთ მუდმივად ცვალებად გლობალურ ეკონომიკას.

 

ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ საერთო  ძრავი, რომელიც მართავს ქალთა ლიდერობას და გთავაზობთ პლატფორმას, რომელიც ეხმარება მის წევრებს საქმიან წინსვლაში, ხანგრძლივი კავშირების დამყარებასა და სხვების მოტივირებაში.

 

გავლენიანი  ქსელების შექმნის გზით როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, ჩვენ ერთგვარი ხიდის ფუნქციას ვასრულებთ  სხვადასხვა ჯგუფებს, შეხედულებებსა და მიდგომებს შორის.

 

ჩვენ, როგორც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე მომუშავე  წამყვან ორგანიზაციას, გვყავს პარტნიორი კომპანიები, გაერთიანებები და მხარდამჭერები სამთავრობო ორგანიზაციებიდან, მედიიდან, კორპორაციებიდან და არაკომერციული ორგანიზაციებიდან, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ხედვას და მხარს უჭერენ ჩვენს საქმიანობას.

 

გვჯერა, რომ ჩვენი წარმატების მთავარი პირობაა ფედერაციის ამჟამინდელი  და მომავალი წევრების სურვილი, გააერთიანონ საკუთარი ძალები და  იშრომონ საერთო მიზნების მისაღწევად.

 

გმადლობთ, ​

ნინო კობახიძე

საბჭოს თავმჯდომარე

Facebook

1/7
ადვოკატირება

ჩვენ უზრუნველვყოფთ ეფექტურ ადვოკატირებას და კომუნიკაციას შესაბამის სუბიექტებთან. ერთად ჩვენ შეგვიძლია, გავაძლიეროთ ქალთა როლი ბიზნესში ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი ბარიერების მოხსნის გზით.

ინოვაცია

ჩვენ მხარს ვუჭერთ ინიციატივებს ქალ  ბიზნეს ლიდერთა მხრიდან.  ფედერაცია ხელს უწყობს ინოვაციურ ბიზნეს ინიციატივებს და თავისი წვლილი შეაქვს ბიზნესის დაწყების წახალისებაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ მეწარმეობას, ქალთა სოციალურ ჩართულობას და პროფესიულ ზრდას.

"ქალები მომავლისთვის"

ქალ ბიზნესლიდერთა ფედერაცია

  • Grey Facebook Icon
  • Grey Twitter Icon
  • Grey LinkedIn Icon
  • Grey Instagram Icon
  • Grey YouTube Icon
მისამართი

ი. აბაშიძის ქუჩა 34/36

0179, თბილისი, საქართველო

ტელ: +995 32 2 900 832
მობ: +995 514 224 424
www.w4t.online
ელ.ფოსტა: info@w4t.online

მიიღე ინფორმაცია ფედერაციის აქტივობებზე

Copyright © 2018 "Women for Tomorrow" Business Leaders' Federation - All Rights Reserved.